სოფელ ლელიანის საჯარო სკოლაში 2013 წლის მაისის მიწურულს ჩამოყალიბდა სამოქალაქო აქტივობის კლუბი „ბილიკი“ . რაც მოხდა, ლელიანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა ინიციატივით. კლუბის შექმნა მოხდა სათემო ორგანიზაცია “ლელის“ წყალობით . ჩვენ როდესაც გავიგეთ მათი გრანტგამცემი საქმიანობის შესახებ, სურვილი გაგვიჩნდა რომ პროექტი დაგვე-წერა . ზუსტად არ ვიცოდით რა გვინდოდა, მაგრამ კარგად ვხედავდით იმას რომ, სკოლას და მასში მყოფ ახალგაზრდებს სჭირდებოდათ გააქტიურება.ამიტომაც გადავწყვიტეთ პროექტის დაწერა სამოქალაქო აქტივობის კლუბის შექმნაზე.ორგანიზაციაში განაცხადი შევიტანეთ და ჩვენდა სასიხარულოდ პროექტი დაგვიფინანსდა. სწორედ იმ დღიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დიდი ენთუზიაზმით. სკოლის მხრიდან ჩვენ მივიღეთ დიდი მხარდაჭერა.სკოლის დირექციამ გამოგვიყო ოთახი კლუბის საქმიანობის განსახორციელებლად. მიღებული გრანტის საშუალებით ჩვენ გავარემონტეთ და მოვაწყეთ ოთახი შესაბამისი ინვენტარით. სასკოლო სამოქალაქო აქტივობის კლუბის შექმნას დიდი სიხარულით შეხვდნენ თავად სკოლის მოსწავლეები, რითაც კლუბს მიეცა უფრო დიდი სურვილი განვითარებისა.ჩვენი კლუბის მთავარი მიზანია სოფელ ლელიანის ახალგაზრდების , კერძოდ ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების გააქტიურება, სკოლის ცხოვრებაში ჩართვა და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
დაარსების დღიდან "ბილიკს" განხორციელებული აქვს ისეთი აქტივობები როგორიცაა: მხიარული სტარტები, ინტელექტუალური კონკურსი, დასუფთავების აქცია და ა.შ. ხოლო რაც შეეხება კონკურსს " გაიცანით ჩემი რაიონი" , ამ კონკურსის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი სოფელი გავაცნოთ ფართო საზოგადოებას ბლოგის საშუალებით .
ლელიანის საჯარო სკოლაში საკმაოდ ბევრი კარგი ღონისძიებები იმართება, ბოლო ორი წელია რაც სკოლაში ტარდება შემოდგომის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში თითოეულ კლასს აქვს საკუთარი კუთხე და ვალდებულია წარმოადგინოს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო და კულტურა, რაშიც იგულისხმება სიმღერა , ცეკვა და ა.შ. გარდა ამისა სკოლა ტრადიციულად ყოველ ახალ-წელს აღნიშავს დიდი ზეიმით და შესაბამისად, ყოველი წლის დეკემბრის ბოლოს აღნიშნავს ახალი წლის კარნავალს.კარნავალში მონაწილეობას ღებულობენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ასე რომ, სკოლა და მისი მოსწავლეები საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ ისეთ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომელიც ორიენტირებულია სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილის ინტერესებზე. ბლოგი მომზადებულია სალომე მამაცაშვილის და გიორგი ტალახაძის მიერ.
სკოლის დირექტორი: დავით ღვალაძე
სოფლის რწმუნებული: ნინო კაპანაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]
მისამართი: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელიანი