ლელიანის ისტორია
ლელიანი კახეთში ლაგოდეხის რაიონშია, კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. მისი ფართობი 12,2 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ს შეადგენს. მოსახლეობა 407. 2 ათასი კაცია და წარმოაგენს ქვეყნის მოსახლეობის 8.3%-ს. კახეთი 8 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება. მათი უმეტესობა (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთში მდებარეობს, საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რაიონის ნაწილი გარე კახეთს მიეკუთვნება.
ლელიანი ჰერეთის ისტორიული სოფელია. იგი 300-400 წლის წინ ყოფილა გაშენებული ალაზნის მარცხენა სანაპიროს ისეთ მრავალრიცხოვან მეზობელ სოფლებს შორის , როგორიცაა აფენი, ჭაბუკიანი , გიორგეთის ტერიტორია. ლელიანში მოსახლეობა საკმაოდ ყოფილა.ავადსახსენებელ 1616 წლის ირანის შაჰის შემოსევის შედეგად ეს სოფელი განადგურებულა. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით „ ქუჩებში ისე მიედინებოდა სისხლის მდინარეები , ერთი წლის ხბო თავისუფლად დაიხრჩობოდაო“. ვინც ცოცხალი გადარჩა, მოსახლეობის დიდი რაოდენობა სპარსელებს დაუტყვევებიათ და სხვებთან ერთად სპარსეთის პროვინციებში გადაუსახლებიათ..უნდა აღინიშნოს, რომ 1905 წელს ლელიანის დაარსების იდეა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ეკუთვნის. იმ მიზეზით, რომ მეზობელ არაქართველეროვან მოსახლეობას, ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინა, მათი ინიციატივით და მაშინდელი მთავრობის თანხმობით, იმერეთის რეგიონიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოასახლეს.
სოფელს რამდენიმე უბანი აქვს. მათი სახელწოდებებიც საუკუნის წინაა მიღებული, სწორედ მაშინ , როცა სიცოცხლე განახლდა ლელიანის მიწაზე. ეს უბნებია : „ბებურიანი“ . „აბაშისწილი“ , „რუსისწილი“ , ;’ ბალთა“... „ბებურიანმა სახელი მიიღო თავად ბებურიშვილიდან , რომელსაც XIX საუკუნეში ეს ტერიტორია ეკუთვნოდა. იმ მიდამოებში სადაც უბანი „ აბაშისწილი“ მდებარეობს , თავად აბაშიძის სამფლობელო ყოფილა . უბანი „რუსისწილი“ ან „მირსკისეული“ რუს თავად მირსკის ეკუთვნოდა თურმე და აქედან მიიღო სახელწოდება. „ბალთა“ სამაჩაბლოდან მოსული ხალხითაა დასახლებული, ამიტომ მოსახლეობამ ძველი ნასახლარის, სოფელ ბალთის სახელი თან გადმოიტანა და ახალ დასახლებას ბალთის უბანი ეწოდა.ლელიანის ერთ-ერთი დიდი ქუჩაა ნამესრალი - ტყის უბანი. გადმოცემით, აქ თურმე ძველად ღობისთვის „მესერს“ ამზადებდნენ , სახელიც აქედან მიუღია. ქალქვა სოფლის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა.ლეგენდის მიხედვით, ხარება დღეს თურმე ქალი სარეცხს რეცხავდა. ქრისტე ღმერთს ჩამოუვლია და უსაყვედურა , უქმე დღეს რატომ რეცხავო. ქალს სიცილი დაუყრია.განრისხებულ უფალს ის ქვად უქცევია. განახლებულ სოფელში ჩამოსულ მოსახლეობას ახსოვდათ დიდი ქვა , რომელსაც ქალის ფორმა ჰქონდა. ეს ქვა ახლაც არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში პირვანდელი ფორმა დაუკარგავს.
არსებობს საინტერესო ხალხური ეტიმოლოგია სოფელ ლელიანის სახელთან დაკავშირებით. გადმოცემის თანახმად, სოფლის ტერიტორია ეკუთვნოდა კახეთის თავადს, ყვარლის მკვიდრს ივანე ჯორჯაძეს. მისი ქალიშვილი სახელად ლელია დანიშნულა ვინმე თავად ვაჩნაძეზე 1904-1905წწ.რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუციების გამოსვლის დროს კაზაკებს მოუკლავთ. სოფელს სახელი ლელიას ხსოვნის უკვდავსაყოფად დაურქმევიათ.
არსებობს სხვა ვერსიაც სოფლის სახელთან დაკავშირებით.
XX საუკუნის დასაწყისში აღნიშნული სოფელი დაცარიელებული იყო. ჭიათურიდან ჩამოსულ პირველ ახალმოსახლეებს ეს ტერიტორია დაჭაობებული დახვდათ, რომელიც ჭაობის მცენარე ლელით იყო დაფარული. მოსახლეობას ლელი გაუჩეხია , ხოლო სოფლისთვის ლელიანი დაურქმევია.სოფელ ლელიანში 1923 წელს ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა. 1931 წელს იგი შვიდწლიანად , ხოლო 1938 წლიდან საშუალო სკოლად გადაკეთდა , რომელიც დღემდე წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

წმინდა თევდორეს ეკლესია
წმ. თევდორე ეკლესია XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. იგი ლელიანში მდებარეობს. თავდაპირველად რიყის ქვით ნაშენი სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.გარშემოსავლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. მრავალჯერ გადაუკეთებიათ.. აფსიდით დასრულებული სამხრეთი ნავი ცენტრალურს მთელ სიგრძეზე გასდევს. XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ჩრდილო ნავი უფრო მოკლეა და დაკავშირებულია შუა ნავთან. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. 70 წლიანი წლიანი იძულებითი წყვეტის შემდეგ ლელიანში " თევდორობის" აღნიშვნის ტრადიცია აღდგა. ლელიანელები "თევდორობა"-ს აღდგომამდე 7 კვირით ადრე აღნიშნავენ.
ლელიანი დღეს
ლელიანს 2005 წელს ერთი საუკუნე შეუსრულდა, ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა სადღესასწულო ღონისძიებები და დაარსდა ლელიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი, ჯერჯერობით, სკოლის შენობაშია განთავსებული. მისი ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი სოფლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული საოჯახო ჭურჭელი და აქ მაცხოვრებელი პირველი იმერლების ფოტოებია.დღეს კახეთში ჩამოსახლებული პირველი იმერლების შთამომავლები იხსენებენ, თავდაპირველად, უამრავი პრობლემა იყო, თუმცა სოფელი მაინც გაშენდა. " ამ სოფელში არამარტო კახური ტრადიციები შევითვისეთ, არამედ დღემდე იმერული გულთბილობაც არ დაგვიკარგავს.”
სოფლის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მარცვლოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა,მეხილეობა, მებახჩეობა,მებოსტნეობა და მეცხოველეობა.
ლელიანს აქვს ერთი საჯარო სკოლა, ორი საბავშო ბაღი, ტერიტორიული ორგანო და ამასთანავე ლელიანში ფუნქციონირებს ზრდასრულთა განათლების ცენტრი.ლელიანის ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ამის ნათელი მაგალითია 2006 წელს სოფელში შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლელი", რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულია და ცნობილია უკვე როგორც "ზრდასრულთა განათლების ცენტრი".აღნიშნული ორგანიზაცია დიდ როლს ასრულებს თემის მოსახლეობის განვითარებაში და მოსახლეობას , განსაკუთრერბით ახალგაზრდებსა და ზარდასრულებს, საშუალებას აძლევს არაპირდაპირი განათლების მიღებისა.ადგილობრივი თვითმართველობის და "ლელი"-ს საშუალებით წლების მანძილზე სოფელში ბევრი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოფელი მაინც რჩება მრავალი პრობლემის წინაშე. სოფლის ცენტრში დგას რაიონის დონის კულტურის სახლი, რომელსაც დაზიანებული აქვს სახურავი და სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას.სახურავის დაზიანება იწვევს მთლიანი შენობის დაზიანებას , რასაც მძიმე შედეგამდე მივყავართ. სცენის თითქმის ნახევარი ნაწილი და კედლები წყლისგანაა დაზიანებული. ამასთან, ვერ ხერხდება მისი შესყიდვა, არ არსებობს არანაირი იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ თუ ვის მფლობელობაშია იგი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.იურიდიული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა მისი შესყიდვა ვინმეს მიერ და შესაბამისად მისი რემონტი.ამას გარდა , სოფელში არსებულ პრობლემად რჩება შიდა გზები, რომელიც საჭიროებს აღდგენას.სოფლის მთავარ ქუჩაზე სკოლის შენობის გამო სასურველია, სკოლის შენობის წინ, გზაზე დაიდგას "მცოცავი პოლიციელები" , რადგან გზის ამ მონაკვეთზე დიდი რაოდენობით მოსწავლე მოძრაობს, ხოლო მანქანების სიჩქარე ზოგჯერ ძალიან მაღალია, რას საშიშროებას წარმოადგენს მოსწავლეებისთვის და არამარტო მათთვის.სოფლის გარკვეულ მონაკვეთებზე ჯერ კიდევ დგას სასმელი წყლის პრობლემა.გათბობის ერთადერთ საშუალებად ისევ შეშა რჩება, ამიტომ სოფელი საჭიროებს გაზიფიცირებას.თემის ახალგაზრდა თაობისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის რომ არ არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.