ლაგოდეხი — ქალაქი აღმოლსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 6.875 ათასი (2002 წ.).[3] მდებარეობს ალაზნის ვაკეზე,კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც).ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან(უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6°C, იანვარში 0,9°C, აგვისტოში 24°C. აბსოლუტური მინიმალური –23°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38°C. ნალექები 1080 მმ წელიწადში.
ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი), როდესაც ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხესიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობსლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია. ლელიანიც სწორედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 260 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 29 კილომეტრზე .